Wednesday, August 27, 2014

ტრენინგის მესამე დღე

     დღევანდელი დღე იყო შედეგიანი,  გადავხედეთ სტანდარტებს და შევამოწმეთ ბლუმის ტაქსონომიით სტანდარტები ეკუთვნოდა თუ არაა მაღალ სააზროვნო უნარებს. სტანდარტებიდან გამომდინარე დავწერეთ პროექტისათვის საჭირო მიზნები და ამოცანები.  დავასრულეთ პროექტის ბუკლეტზე მუშაობა, ჩავწერეთ პროექტის გეგმში ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და დღევანდელი ნამუშევარი გადავაგზავნეთ დრაივზე. 

Tuesday, August 26, 2014

ტრენინგის მეორე დღე

                 
          მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები,  ეროვნული სასწავლო გეგმიდან  ამოვიღეთ პროექტის ბოლოსათვის მისაღწევი შედეგები.  ვნახეთ ბუკლეტის ნიმუში და შევქმენით ჩვენი პროექტისათვის ბუკლეტები. და ბოლოს ჩვენი დოკუმენტაცია ავტვირთეტ დრაივზე.  დღევანდელმა დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა.

Monday, August 25, 2014

ტრენინგის პირველი დღე

   ტრენინგის პირველი დღე ჩემთვის იყო შედეგიანი.  ვისწავლე Viewer-ის გამოყენება, შევქმენი ბლოგი,  შევქმენი პორტფოლიო, გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტსა და რუბრიკას, რომლის საშუალებითაც განვსაზღვრავ დოკუმენტების მდებარეობას  საქაღალდეში. ასევე გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონს (რომეო და ჯულიეტა),  იგი დამეხმარება ჩემი გაკვეთილის გეგმის შაბლონის შემუშავებაში და  პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, რომელიც პროექტის სრულად შემუშავებაში იქნება ხელის შემწყობი.