Wednesday, September 10, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

მოვისმინეთ  ტრენინგის მსენელების პრეზენტაციები 

მაია  ღარიშვილი - პროექტი ,,სამკურნალო მცენარეების გაცნობა გერმანელი ტურისტებისთვის და ქართველი საზოგადოებისთვის".  მისი დამიშნულებაა გავეცნოთ უცნობი მცენარეების სამკურნალო თვისებებს და გავაცნოთ გერმანელ ( სხვა ქვეყნის) ტურისტებს. ძალიან საინტერესო პროექტია. :)

ლოლა გელაშილი - ,,საქართველოს კუთხეები".  მიზანია კუთხეების გაცნობა, რომელიც ალბათ ძალიან საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის კუთხეებზე ინფორმაციის მოძიება, ლაშქრობები. ამ პროექტზე მუშაობა მოსწავლეებისთვის იქნება სახალისო, დასამახსოვრებელი და სასიამოვნოდ განსახორციებელი.

ეკა ფანჯაკიძე - ,,გრიგოლ ხანძთელი და უბისის მონასტერი".  მიზანია ბავშვებმა უფრო მეტი იცოდნენ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის შესახებ უბისის მონასტერნთან დაკავშირებით. ისინი შეხვდებიან ისტორიკოსებს. ძალიან საინტერესო იქნება მათთვის დღევანდელი ცნობილი ისტორიკოსების მოსაზრებების მოსმენა ამ საკითხზე მოსწავლეებისთვის.

ხათუნა ცხელიშვილი - ,,კომფლიქტები და მათი მოგვარების მშვიდობიანი გზა"  კომფლიქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება ალბათ არც ისე საინტერესოა, მაგრამ რადგან უნდა მოიძიენ ინფორმაციები და რომელიმე კომფლიქტის ინსცენირებაც უნდა გაითამაშონ სახალისო და დასაფიქრებელი იქნება მოსწავლეებისათვის და ალბათ ყოველთვის აარიდებენ თავს თვითონ კომფლიქტს.

დოდო ლილუაშილი - ,,ფართობი და საზომი ერთეულები" - მიზანია საზომი ერთეულების შესახებ მეტი ინფრომაციის მიღება. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა იცოდეს თუ როგორ უნდა გაზომონ და გამოთვალონ სხეულის ფართობები. მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეებისათის.

სოფიკო წიქარიშვილი - ,,მცენარეთა გამრავლება".  მიზანია ბავშვებმა იცოდნენ როგორ მრავლდება მცენარეები. მნიშვნელოვანია სოფელში მცხოვრებმა ბავშვებმა მეტად იცოდნენ მცენარის გამრავლების ხერხს და აუცილებლობა კი მათ იციან.

ქეთევან გოგოლაძე - ,,დიალექტიზმები იმერულ მეტყველებაში''. მიზანია სალიტერატურო ენით საუბარი დიალექტიზმების გარეშე. შეადარებენ ადრინდელ და დღევანდელ დიალექტიზმებს და იმედია შეეცდებიან პროექტის განხორციელების შემდეგ ისაუბრონ სწორად.

 ირმა მუმლაძე - ,,ხევისბერი თუ კანონი".  ძველი დროის ხევის კანონებსა და დღევანდელი კანონების ერთმანეთან შედარებით ბავშვებს პროექტის დასასრულს ექნებათ კანონზე და მის დაცვაზე მეტი ინფორმაცია.

ნატო ბლიაძე - ,,ადამიანის უფლებები".  მიზანია უფრო მეტი იცოდნენ ადამიანის უფლებებიზე და მათ დაცვაზე. ბავშვები პროექტიდან გაგიგებენ და მივლენ საბოლოო დასკვნამდე რომ ყველა ადამიანისთვის საჭიროა მათი უფლებების ცოდნა და დაცვა.

ნანი გაბუნია - ,,ციური სხეულების მოცულობის გამოთვლა".  მიზანია ბავშვებმა მიღებული ცოდნა მოცულობაზე რეალურად გამოიყენონ და შეძლონ თვითონვე გაზომონ სხვადასხვა სხეულის მოცულობა რომელიც მათვით საჭირო იქნება და არ დაჭირდეთ დახმარება (მაგ: შეშის მოცულობის).

თეა ბლიაძე - ,,დასავლეთ საქართველოს ისტორიულ არქიტექტურული ძეგლები".  მიზანია მოსწავლეებმა იცოდნენ ძეგლების მნიშვნელობა. გაეცნობიან სხვადასხვა ძეგლების შესახებ ინფორმაციას, მოინახულებენ ამ ძეგლებს. პროექტი საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის.

გვანცა ხადილაშილი - ,,ინგლისური ენის როლი თანამედროვე საზოგადოებაში".  მიზანია უკეთ შეისწავლონ ინგლისური ენა. დღეს მნიშვნელოვანია უცხო ენის ცოდნა, განსაკუთრების ინგლისური ენა და ვფიქრობ სასარგებლო და საინტერესო პროექტია.

და ბოლოს მე ვარ მაია ბარბაქაძე და ჩემი პროექტია - ,,ელექტროენერგიის მიღება, ელექტროსადგურები".  მიზანია უფრე მეტი გაიგონ მოსწავლეებმა ელ.ენერგიის მიღებასა და გადაცემის შესახებ. იცოდნენ ჰეს-ების მუშაობის პრინციპი და შეეძლოთ მარტი ხელსაწყოების მოდელების შექმნა.

P.S.    საინტერესო იყო ქალბატონ მანანასთან ერთად მუშაობა.ძალიან საინტერესო იყო ტრენინგის ცხრა დღე. სასარგებლო იყო ეს ტრენინგები ჩემთვის და გამოვიყენებ აუცილებლად სკოლაში პროექტების შემუშავებისას.

Tuesday, September 9, 2014

ტრენინგის მერვე დღე

შევავსეთ პროექტის გეგმა, ვისწავლეთ გუგლის ფორმატში კითხვარების შევსება, რომელიც შემდეგ ავიტანეთ ბლოგზე. შევამოწმეთ ჩვენი მასალები პორტფოლიოს ჩეკლისტის საშუალებით. გავიმეორეთ ბლოგზე როგორ განვათავსოთ ჩვენი დოკუმენტები. დღე იყო ძალიან კარგი და საინტერესო 

Monday, September 8, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

 მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პროცედურები, შევასწორეთ შეცდომები და ჩავსვით გეგმებში და შევსებული გეგმა ავტვირთეთ დრაივზე. გავეცანით გარნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, რომელიც გამოვიყენეთ თვითშეფასებისათვის. ასევე ვისწალეთ ბლოგზე ინფორმაციის განთავსება და განვათავსეთ ჩვენი პორტფოლიო ბლოგზე. დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო.

Wednesday, September 3, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

   დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო. ვისწავლეთ  ბლოგზე ჩაშენება, გვერდების შექმნა და ბლოგებზე პრეზენტაციების ატვირთვა. ასევე მონაწილეთა ბლოგებზე მოსწავლის პრეზენტაციებზე გავაკეთეთ კომენტარები.  შევქმენით პრეზენტაციისათვის შეფასების რუბრიკა. გავეცანით განმავითარებელ თვითშეფასების რუბრიკას.დღევანდელი ნამუშევარი გადავიტანეთ დრაივზე. 

მოსწავლის ნიმუში

Tuesday, September 2, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. დღეს გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას. შევქმენით ბიბლიოგრაფია. გავაზიარეთ დრაივში პრეზენტაციები და გავაკეთეთ კომენტარები. ასევე გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრები პრეზენტაციის სახით 

Monday, September 1, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს ძალიან საინტერესო საკითხებზე ვიმუშავეთ.
 გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს, თითოეული მათგანისთვის პროექტის სხვადასხვა ეტაპზე შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები და შევიტანეთ პროექტის გეგმაში.  ვიმუშავეთ შეფასების სქემაზე, კერძოთ ვიცი_მინდა ვიცოდე_ვისწავლე.  ასევე შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია და ვისწავლეთ მასში ობიექტის სახით შეფასების სქემის ჩასმა. ბოლოს კი ყოველი ჩვენი ნამუშევარი ავიტანეთ დრაივზე.